მთავარი გვერდი   |   ჩვენს შესახებ   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   არქივი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        
 
კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა

ინფორმაცია სპონსორობისთვის

მოხსენების სქემა

კლინიკური შემთხვევის სქემა

ICD-10 კლასიფიკატორი

ICPC-2 კლასიფიკატორი

ასოციაციაში გაწევრიანება



 

 
 
 
 
 

 
 
 
 
საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის კომპანიებს:

 

 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 


*** *** ***
კონფერენციის პროგრამა

*** *** ***

 

ძვირფასო კოლეგა!

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2016 წლის 9-დან 19 ივლისამდეე დაბა ჩაქვში, განახლებულ სასტუმრო "ოაზისში" საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია ატარებს XI პოლიპროფილურ სამედიცინო კონფერენციას:

კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

კონფერენცია აკრედიტებულია თსსუ-ს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის მიერ , გაერთიანებული კონფერენციის ყველა რეგისტრირებულ მონაწილეს მიენიჭება 40 კრედიტ-ქულა და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

გარდა ამისა, კონფერენციაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან კულტურულ პროგრამებში (მუსიკალური საღამოები, სპორტული ღონისძიებები); მოისმინონ ხელოვნების, პოლიტოლოგიისა და ისტორიის სფეროში მოღვაწე ქართველი სპეციალისტების საინტერესო ლექციები.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელის და/ან სპონსორის სტატუსით.

მონაწილეები განთავსდებიან განახლებულ სასტუმრო “ოაზისში” ექსკლუზიური ფასდაკლებით.
სრული პაკეტის ღირებულება ერთი პირისთვის (11 დღე, 10 ღამე):
A და B კორპუსი - 1350 ლარი;
C კორპუსი - 1450 ლარი;
5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვების განთავსება ადგილის დაკავების გარეშე - უფასოა,
ხოლო 6-დან 11 წლის ჩათვლით გათვალისწინებულია 50%-იანი ფასდაკლება (დამატებითი საწოლის უზრუნველყოფით).

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი;
ბანკის კოდი: TBCBGE22;
მიმღები: საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია;
ანგარიშწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001

ვინაიდან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ, დროულად გადაიხადოთ სასტუმროს დაჯავშნის თანხა და შეგვატყობინეთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ
თბილისი, ქავთარაძის 16, DKC, შ.პ.ს. „დეკა“ (ყოფილი „სამკურნალო კომბინატი”),
ოთახი 322, 17 სთ-დან 19 სთ-მდე; ტელ.:
555 70 20 20 (ლიზი გიგოლაშვილი)
555 20 60 60 (სოსო დონღუზაშვილი)
577 44 55 78 (ნანა გვეტაძე)
599 22 22 03 (ნანა თვალავაძე)
ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@postdiplom.ge

მოხსენებებთან და სამეცნიერო პუბლიკაციებთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროფ.ბორის კორსანტიას (ტელ.: 551 57 45 22; ელ-ფოსტა: boriskorso@yahoo.com)

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!

 


ასოციაციის პრეზიდენტი
პროფ. ალექსანდრე თელია


კონფერენციის სამეცნიერო დირექტორი
პროფ. ბორის კორსანტია

 
 

* * *   * * *   * * *

 
 
 

ჩვენი კონფერენციები
 
 

 
 

 
სასტუმრო "ოაზისის" ფოტოები

 
 

 
 

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის ვებგვერდი ©