მთავარი გვერდი   |   ჩვენს შესახებ   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   არქივი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ინფორმაცია ჩვენი ასოციაციის შესახებ

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია დაარსდა 2012 წლის სექტემბერში.

ასოციაციის დამფუძნებლები არიან:

  • პროფ. ალექსანდრე თელია
  • პროფ. გურამ დავითაია
  • პროფ. ბორის კორსანტია
  • პროფ. სულიკო კუპრაძე
  • სოსო დონღუზაშვილი

ასოციაციის პრეზიდენტი: პროფ. ალექსანდრე თელია
სამეცნიერო დირექტორი: პროფ. ბორის კორსანტია

 

ასოციაციის მიზნებია:

  • საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ხელშეწყობა;
  • ჯანდაცვის და სამედიცინო განათლების სფეროში საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
  • ექიმთა და პაციენტთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა და ანალოგიური მიზნების მქონე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • საგამომცემლო საქმიანობა (პოლიგრაფიული და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით);
  • საქართველოსა და უცხოეთში სამედიცინო სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა, მათი ორგანიზება და ხელშეწყობა;
  • ექიმთა პოსტდიპლომური განათლების პროცესის მატერიალური და ფინანსური ხელშეწყობა და მათში მონაწილე პირებისთვის დახმარების აღმოჩენა;
  • ექიმთა ლიცენზირებისა და სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის მიღება სახელმწიფო ან კერძო დაკვეთის შემთხვევაში;
  • პოსტდიპლომური განათლებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის აუდიტის განხორციელება ან მასში მონაწილეობა სახელმწიფო ან კერძო დაკვეთის შემთხვევაში;
  • ასოციაციაში გაწევრიანებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტთა საექსპერტო საქმიანობის ხელშეწყობა და ორგანიზება სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით;
  • ასოციაციის სახელობითი სტიპენდიის დაარსება და პროფესიული საქმიანობის წახალისება.

 

ასოციაციაში გაწევრიანება

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციაში გაწევრიანება შესაძლებელია რამდენიმე სტატუსით:

  • ასოცირებული წევრი
  • სრული წევრი
  • ინსტიტუციური წევრი
  • კორპორაციული წევრი

 

ასოცირებული წევრი - ასოციაციაში ამ სტატუსით წევრიანდებიან კერძო პირები. ასოცირებული წევრობა უფასოა. გასაწევრიანებლად საჭიროა ასოციაციის წევრობის სურვილის დაფიქსირება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით (ელ-ფოსტა, ვებ-საიტი, ფეისბუქის გვერდი და ა.შ.) ან ასოციაციის მიერ ორგაზიებული ღონისძიებების სააპლიკაციო ფორმაში შესაბამისი აღნიშვნის გაკეთება.
ასოცირებული წევრი:

  • ელექტრონულად ღებულობს ინფორმაციას ასოციაციის საქმიანობის და მის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
  • არ აქვს ხმის უფლება

 

სრული წევრი - ასოციაციაში ამ სტატუსით წევრიანდებიან კერძო პირები. სრული წევრობის წლიური ღირებულებაა 24 ლარი. გასაწევრიანებლად საჭიროა: ამ განცხადების ფორმის შევსება და წარდგენა ასოციაციაში (ან დასკანერებული ვერსიის გამოგზავნა ელ-ფოსტით მისამართზე: info@postdiplom.ge) და წლიური საწევრო შენატანის გადახდა ასოციაციის საბანკო ანგარიშზე. სრული წევრობის ვადის ათვლა იწყება საწევრო შენატანის ასახვის მომენტიდან ასოციაციის ანგარიშზე და გრძელდება 1 კალენდარული წლის განმავლობაში.
სრული წევრი:

  • ელექტრონულად ღებულობს ინფორმაციას ასოციაციის საქმიანობის და მის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
  • აქვს ხმის უფლება
  • ასოციაციის მხრიდან გასაცემი საშუამდგომლო-სარეკომენდაციო წერილების მოთხოვნის უფლება
  • ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობისას ფინანსური შეღავათების მოთხოვნის უფლება
  • ასოციაციაციის გამგეობაში საკუთარი ინიციატივების წარდგენის უფლება
  • ვებ-გვერდზე განთავსებულ პუბლიკაციებთან წვდომის უფლება (ჯერჯერობით არ არის რეალიზებული!)
  • ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოთხოვნის უფლება

 

ინსტიტუციური წევრი - ასოციაციაში ამ სტატუსით წევრიანდებიან: ასოციაციები, კლინიკები, უნივერსიტეტები და სხვა სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები. ინსტიტუციური წევრობის წლიური ღირებულებაა 500 ლარი. გასაწევრიანებლად საჭიროა: განცხადების წარდგენა ასოციაციაში და წლიური საწევრო შენატანის გადახდა ასოციაციის საბანკო ანგარიშზე. ინსტიტუციური წევრობის ვადის ათვლა იწყება საწევრო შენატანის ასახვის მომენტიდან ასოციაციის ანგარიშზე და გრძელდება 1 კალენდარული წლის განმავლობაში.
ინსტიტუციური წევრი:

  • ელექტრონულად ღებულობს ინფორმაციას ასოციაციის საქმიანობის და მის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
  • ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტში შესვლის უფლება
  • ასოციაციის მხრიდან გასაცემი საშუამდგომლო-სარეკომენდაციო წერილების მოთხოვნის უფლება
  • ასოციაციაციის გამგეობაში საკუთარი ინიციატივების წარდგენის უფლება
  • ვებ-გვერდზე განთავსებულ პუბლიკაციებთან წვდომის უფლება (ჯერჯერობით არ არის რეალიზებული!)
  • ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოთხოვნის უფლება

 

კორპორაციული წევრი - ასოციაციაში ამ სტატუსით წევრიანდებიან: ფარმაცევტული კომპანიები, ბანკები, რედაქციები და სხვა ორგანიზაციები. ინსტიტუციური წევრობის წლიური ღირებულებაა 1000 ლარი. გასაწევრიანებლად საჭიროა: განცხადების წარდგენა ასოციაციაში და წლიური საწევრო შენატანის გადახდა ასოციაციის საბანკო ანგარიშზე. ინსტიტუციური წევრობის ვადის ათვლა იწყება საწევრო შენატანის ასახვის მომენტიდან ასოციაციის ანგარიშზე და გრძელდება 1 კალენდარული წლის განმავლობაში.
კორპორაციული წევრი:

  • ელექტრონულად ღებულობს ინფორმაციას ასოციაციის საქმიანობის და მის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
  • ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტში შესვლის უფლება
  • ასოციაციის მხრიდან გასაცემი საშუამდგომლო-სარეკომენდაციო წერილების მოთხოვნის უფლება
  • ასოციაციაციის გამგეობაში საკუთარი ინიციატივების წარდგენის უფლება
  • ვებ-გვერდზე განთავსებულ პუბლიკაციებთან წვდომის უფლება (ჯერჯერობით არ არის რეალიზებული!)
  • ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოთხოვნის უფლება

 

ამ დროისთვის ასოციაცამ შეიცვალა სახელწოდება და მუშაობას განაგრძობს სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის სახელწოდებით.

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის ვებგვერდი ©