მთავარი გვერდი   |   ჩვენს შესახებ   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   არქივი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        
 


კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა

ინფორმაცია სპონსორობისთვის

მოხსენების სქემა

კლინიკური შემთხვევის სქემა

ICD-10 კლასიფიკატორი

ICPC-2 კლასიფიკატორი

ასოციაციაში გაწევრიანება

 

 

 

 
 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 
 
 

 
 

 
 

 
 

 
 
 

 
საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია თანამშრომლობისთვის ასევე უხდის მადლობას კომპანიებს:

 


 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის
 
სამედიცინო სატელიტ-კონფერენცია

„სომატური დაავადებები ფეტო-მატერნალურ მედიცინაში“

კონფერენცია ჩატარდება 2015 წლის 6-13 სექტემბერს თურქეთში, ქ. ბოდრუმში,
სასტუმროში Vera Aegean dream resort (5* - All inclusive).

სემინარზე განიხილება ზოგიერთი დაავადების პათოგენეზის თავისებურებანი ორსულობის და ლოგინობის პერიოდში, ნაყოფზე ზემოქმედების რისკები და მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები,
აგრეთვე წარმოდგენილი იქნება საინტერესო შემთხვევები (ქეისები) სხვადასხვა პროფილის ექიმთა პირადი პრაქტიკიდან.

სურვილისამებრ, შესაძლებელია დასასვენებელი საგზურის გაგრძელება 1 კვირით.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტში.
ტელ.: 577445578 ნანა გვეტაძე, 599222203 ნანა თვალავაძე

 
* * *       * * *       * * *
 

 

ძვირფასო კოლეგა!

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2015 წლის 3-დან 11 ივლისამდეე დაბა ჩაქვში, განახლებულ სასტუმრო "ოაზისში" საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია ატარებს VIII პოლიპროფილურ სამედიცინო კონფერენციას:

კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

კონფერენცია აკრედიტებულია თსსუ-ს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის მიერ (11.06.2014; სხდომის ოქმი N2), გაერთიანებული კონფერენციის ყველა რეგისტრირებულ მონაწილეს მიენიჭება 35 კრედიტ-ქულა და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

კონფერენცია არედიტებულია და ყველა რეგისტრირებულ მონაწილეს მიენიჭება შესაბამისი კრედიტ-ქულები და სერტიფიკატი.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება სამედიცინო და კოსმეტოლოგიური ცენტრების, ფარმაცევტული კომპანიების პროდუქცია, ინოვაციები და პროგრამები.

გარდა ამისა, კონფერენციაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან კულტურულ პროგრამებში (მუსიკალური საღამოები, სპორტული ღონისძიებები); მოისმინონ ხელოვნების, პოლიტოლოგიისა და ისტორიის სფეროში მოღვაწე ქართველი სპეციალისტების საინტერესო ლექციები.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელის და/ან სპონსორის სტატუსით.

მონაწილეები განთავსდებიან განახლებულ სასტუმრო “ოაზისში” ექსკლუზიური ფასდაკლებით.
სრული პაკეტის ღირებულება (9 დღე, 8 ღამე):
A და B კორპუსი - 450$-ის ექვივალენტი ლარებში;
C კორპუსი - 500$-ის ექვივალენტი ლარებში;
5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვების განთავსება ადგილის დაკავების გარეშე - უფასოა,
ხოლო 6-დან 11 წლის ჩათვლით გათვალისწინებულია 50%-იანი ფასდაკლება (დამატებითი საწოლის უზრუნველყოფით).

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი;
ბანკის კოდი: TBCBGE22;
მიმღები: საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია;
ანგარიშწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001

ვინაიდან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ, დროულად გადაიხადოთ სასტუმროს დაჯავშნის თანხა და შეგვატყობინეთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, შეავსოთ ეს სარეგისტრაციო ფორმა და მოგვაწოდოთ ასოციაციის ოფისში:
თბილისი, ქავთარაძის 16, DKC, შ.პ.ს. „დეკა“ (ყოფილი „სამკურნალო კომბინატი”),
ოთახი 322, 17 სთ-დან 19 სთ-მდე; ტელ.:
555 70 20 20 (ციცინო გაგნიძე)
555 20 60 60 (სოსო დონღუზაშვილი)
577 44 55 78 (ნანა გვეტაძე)
599 22 22 03 (ნანა თვალავაძე)
ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@postdiplom.ge

მოხსენებებთან და სამეცნიერო პუბლიკაციებთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროფ.ბორის კორსანტიას (ტელ.: 551 57 45 22; ელ-ფოსტა: boriskorso@yahoo.com)

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!

 

კონფერენციის პროგრამა

 
 


ასოციაციის პრეზიდენტი
პროფ. ალექსანდრე თელია


კონფერენციის სამეცნიერო დირექტორი
პროფ. ბორის კორსანტია

 
 

* * *   * * *   * * *

 
 
 

ჩვენი კონფერენციები
 
 

 
 

 
სასტუმრო "ოაზისის" ფოტოები

 
 

 
 

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის ვებგვერდი ©