მთავარი გვერდი   |   ჩვენს შესახებ   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   არქივი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        
 
საინფორმაციო წერილის ბეჭდვითი ვერსია

კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა

ინფორმაცია სპონსორობისთვის

მოხსენების სქემა

კლინიკური შემთხვევის სქემა

ICD-10 კლასიფიკატორი

ICPC-2 კლასიფიკატორი

ასოციაციაში გაწევრიანება

 

 
 

 


 


 


 


 

 

 

 

 
საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის კომპანიებს:

 


 

 

ძვირფასო კოლეგა!

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2015 წლის 14-დან 22 თებერვლამდე საქართველოს ექიმთა პოსტ-დიპლომური განათლების ასოციაცია დაბა ბაკურიანში, მაღალი კლასის ახალ სასტუმრო "სნოუ-პლაზაში" ატარებს VII პოლიპროფილურ სამედიცინო კონფერენციას:

კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

კონფერენცია აკრედიტებულია თსსუ-ს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის მიერ (12.12.2014; სხდომის ოქმი N4), გაერთიანებული კონფერენციის ყველა რეგისტრირებულ მონაწილეს მიენიჭება 35 კრედიტ-ქულა და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

გაერთიანებული კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 3 დამოუკიდებელი კონფერენცია:

  • ვიზუალური დიაგნოსტიკა მედიცინაში (15 კრედიტ-ქულა)
  • ენდოკრინული დაავადებების მართვა ოჯახის ექიმის პრაქტიკაში (10 კრედიტ-ქულა)
  • სპორტული მედიცინა, ფიზიკური აღზრდა, რეაბილიტაცია, გერონტოლოგია (10 კრედიტ-ქულა)

კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება სამედიცინო და კოსმეტოლოგიური ცენტრების, ფარმაცევტული კომპანიების პროდუქცია, ინოვაციები და პროგრამები.

გარდა ამისა, კონფერენციაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან კულტურულ პროგრამებში (მუსიკალური საღამოები, სპორტული ღონისძიებები); მოისმინონ ხელოვნების, პოლიტოლოგიისა და ისტორიის სფეროში მოღვაწე ქართველი სპეციალისტების საინტერესო ლექციები.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელის და/ან სპონსორის სტატუსით.

მონაწილეები განთავსდებიან მაღალი კლასის სასტუმრო “სნოუ-პლაზაში” და მასთან მიმდებარე სასტუმროებში ექსკლუზიური ფასდაკლებით (განთავსება ასევე შესაძლებელია სასტუმრო "პრემიერ-პალასში" და სასტუმრო "თბილისში").

სასტუმროში განთავსების პირობების დასაზუსტებლად გთხოვთ დაუკავშირდთ საორგანიზაციო კომიტეტს (საკონტაქტო ტელეფონები იხილეთ ქვემოთ)

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი;
ბანკის კოდი: TBCBGE22;
მიმღები: საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია;
ანგარიშწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001

ვინაიდან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ, დროულად გადაიხადოთ სასტუმროს დაჯავშნის თანხა, შეგვატყობინოთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, შეავსოთ ეს სარეგისტრაციო ფორმა და მოგვაწოდოთ ასოციაციის ოფისში:
თბილისი, ქავთარაძის 16, DKC, შ.პ.ს. „დეკა“ (ყოფილი „სამკურნალო კომბინატი”),
ოთახი 322, 17 სთ-დან 19 სთ-მდე; ტელ.:
555 70 20 20 (ციცინო გაგნიძე)
555 20 60 60 (სოსო დონღუზაშვილი)
577 44 55 78 (ნანა გვეტაძე)
599 22 22 03 (ნანა თვალავაძე)
ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@postdiplom.ge

მოხსენებებთან და სამეცნიერო პუბლიკაციებთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროფ.ბორის კორსანტიას (ტელ.: 551 57 45 22; ელ-ფოსტა: boriskorso@yahoo.com)

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!

 


ასოციაციის პრეზიდენტი
პროფ. ალექსანდრე თელია


კონფერენციის სამეცნიერო დირექტორი
პროფ. ბორის კორსანტია

 
 

* * *   * * *   * * *

სასტუმრო "სნოუ-პლაზა"
 
 

 
 
 

ჩვენი კონფერენციები
 
 

 
 

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის ვებგვერდი ©