მთავარი გვერდი   |   ჩვენს შესახებ   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   არქივი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        

ინფორმაცია სპონსორობისთვის

მოხსენების სქემა

კლინიკური
შემთხვევის სქემა


ICD-10 და ICPC-2
კლასიფიკატორები


ასოციაციის წევრობა



 

 

სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის
32-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია
კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები
ჩაქვი - 2024


*** *** ***
კონფერენციის პროგრამა (პდფ ვერსია)

*** *** ***


*** *** ***
კონფერენციის ფოტოგალერეა

*** *** ***

 

ძვირფასო კოლეგა,

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ასოციაციის წევრთა მრავალრიცხოვანი თხოვნების გათვალისწინებით, სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაცია
2024 წლის 31 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე დაბა ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში" ატარებს 32-ე გაერთიანებულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას:
"კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები".

კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელის და/ან სპონსორის სტატუსით.

მონაწილეები განთავსდებიან სასტუმრო "ოაზისში" ექსკლუზიური ფასდაკლებით.

სრული პაკეტის ღირებულება ერთი პირისთვის (ორჯერადი კვებით - საუზმით და ვახშმით):

31 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე (7 ღამე, 8 დღე) - 1670 ლარი

31 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე (8 ღამე, 9 დღე) - 1900 ლარი

5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვების განთავსება ადგილის დაკავების გარეშე - უფასოა,
ხოლო 6-დან 11 წლის ჩათვლით გათვალისწინებულია 50%-იანი ფასდაკლება (დამატებითი (გასაშლელი) საწოლის უზრუნველყოფით).
 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი ყველა პირისთვის სავალდებულოა წინასწარი ელექტრონული რეგისტრაცია, ქვემოთ მოცემული ფორმის მიხედვით.

სასტუმროში ადგილის რეზერვაციისთვის აუცილებელი დამატებითი რეგისტრაცია ტელეფონით. რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
555 70 20 20 (ლიზი გიგოლაშვილი).

სასტუმროში ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია, რის გამოც აუცილებელია ადგილის დაჯავშნის თანხის (მინიმუმ 300 ლარი) გადახდა 15 ივლისამდე, ხოლო 1 აგვისტომდე მონაწილეობის დარჩენილი თანხის შეტანა (დაჯავშნის თანხა შედის საგზურის ღირებულებაში).

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი;
ბანკის კოდი: TBCBGE22;
მიმღები: სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაცია;
ანგარიშსწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!

 
 

რეგისტრაციის დასამთავრებლად, მონაცემების შევსების შემდეგ
ფორმის ბოლოში დააჭირეთ ლურჯ ღილაკს
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის დამთავრებისას ეკრანზე არანაირი დამატებითი შეტყობინება არ გამოდის)
* * *   * * *   * * *

 
სასტუმრო "ოაზისის" ფოტოები

 
 

 
 

სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის ვებგვერდი ©