მთავარი გვერდი   |   ჩვენს შესახებ   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   არქივი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        
 
კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა

ინფორმაცია სპონსორობისთვის

მოხსენების სქემა

კლინიკური შემთხვევის სქემა

ICD-10 კლასიფიკატორი

ICPC-2 კლასიფიკატორი

ასოციაციაში გაწევრიანება



 

გენერალური სპონსორი


 

 

ოქროს სპონსორები


 


 

 

ვერცხლის სპონსორები


 


 


 

ძვირფასო კოლეგა,

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ასოციაციის წევრების მრავალრიცხოვანი თხოვნების გათვალისწინებით 2020 წლის 29 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე დაბა ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში" 2 ნაკადად ჩატარდება სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის XXI პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია:

კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

ღონისძიება ტარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლის 29 მაისის #01-227ო ბრძანების დანართი #14-ის მიხედვით დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით.

კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება სამედიცინო და კოსმეტოლოგიური ცენტრების, ფარმაცევტული კომპანიების პროდუქცია, ინოვაციები და პროგრამები.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელის და/ან სპონსორის სტატუსით.

მონაწილეები განთავსდებიან სასტუმრო “ოაზისში”
სრული პაკეტის ღირებულება ერთი პირისთვის:
29 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე (8 დღე, 7 ღამე) - 1400 ლარი
5 სექტემბრიდან 12 სექტემბრამდე (8 დღე, 7 ღამე) - 1300 ლარი
5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვების განთავსება ადგილის დაკავების გარეშე - უფასოა,
ხოლო 6-დან 11 წლის ჩათვლით გათვალისწინებულია 50%-იანი ფასდაკლება (დამატებითი (გასაშლელი) საწოლის უზრუნველყოფით).
 

სასტუმროში ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია, რის გამოც აუცილებელია ადგილის დაჯავშნის თანხის (მინიმუმ 200 ლარი) გადახდა 25 ივლისამდე, ხოლო 8 აგვისტომდე კონფერენციაში მონაწილეობის დარჩენილი თანხის შეტანა (დაჯავშნის თანხა შედის საგზურის ღირებულებაში).

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი;
ბანკის კოდი: TBCBGE22;
მიმღები: საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია;
ანგარიშწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაგვიკავშირდთ ტელეფონზე:
 
555 70 20 20 (ლიზი გიგოლაშვილი)
555 20 60 60 (სოსო დონღუზაშვილი)
 
ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@postdiplom.ge,
 
ან ასოციაციის ოფისში:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #36.

მოხსენებებთან და სამეცნიერო პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროფ.ბორის კორსანტიას (ტელ.: 551 57 45 22; ელ-ფოსტა: boriskorso@yahoo.com)

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!

 


ასოციაციის პრეზიდენტი
პროფ. ალექსანდრე თელია


კონფერენციის სამეცნიერო დირექტორი
პროფ. ბორის კორსანტია

 
 

* * *   * * *   * * *

 
 
 

ჩვენი კონფერენციები
 
 

 
 

 
სასტუმრო "ოაზისის" ფოტოები

 
 

 
 

 
 

სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის ვებგვერდი ©