მთავარი გვერდი   |   ჩვენს შესახებ   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   არქივი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        
 
კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა

ინფორმაცია სპონსორობისთვის

მოხსენების სქემა

კლინიკური შემთხვევის სქემა

ICD-10 კლასიფიკატორი

ICPC-2 კლასიფიკატორი

ასოციაციაში გაწევრიანება



 

 

ძვირფასო კოლეგა,,

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2018 წლის 16-დან 23 ივლისამდე დაბა ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში" საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია ატარებს XVI პოლიპროფილურ სამედიცინო კონფერენციას:

კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

გაერთიანებული კონფერენციის ყველა რეგისტრირებულ მონაწილეს მიენიჭება 35 კრედიტ-ქულა და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელის და/ან სპონსორის სტატუსით.

მონაწილეები განთავსდებიან სასტუმრო “ოაზისში” ექსკლუზიური ფასდაკლებით.
სრული პაკეტის ღირებულება ერთი პირისთვის 16-დან 23 ივლისამდე (8 დღე, 7 ღამე):
A და B კორპუსი - 1200 ლარი;
C კორპუსი - 1250 ლარი;

თანხმლებ პირებთან დაკავშირებული დეტალების დასაზუსტებლად, გთხოვთ დაუკავშირდეთ საორგანიზაციო კომიტეტს.

სურვილის შემთხვევაში კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ ორი დღით გაახანგძლივონ სასტურო "ოაზისში" ცხოვრება (შეღავათიანი ტარიფით), რაც აუცილებლად წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული საორგანიზაციო კომიტეტთან.

სასტუმროში ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია, რის გამოც აუცილებელია ადგილის დაჯავშნის თანხის (მინიმუმ 200 ლარი) გადახდა 26 მაისამდე, ხოლო 10 ივნისამდე კონფერენციაში მონაწილეობის დარჩენილი თანხის შეტანა (დაჯავშნის თანხა შედის საგზურის ღირებულებაში).

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი;
ბანკის კოდი: TBCBGE22;
მიმღები: საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია;
ანგარიშწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაგვიკავშირდთ ტელეფონზე:
 
555 70 20 20 (ლიზი გიგოლაშვილი)
555 20 60 60 (სოსო დონღუზაშვილი)
577 44 55 78 (ნანა გვეტაძე)
599 22 22 03 (ნანა თვალავაძე)
 
ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@postdiplom.ge,
 
ან ასოციაციის ოფისში:
თბილისი, I თსსუ საუნივერსიტეტო კლინიკა (ყოფილი მე-8 საავადმყოფო), ალერგოლოგიისა და კლ. იმუნოლოიის კათედრა.

მოხსენებებთან და სამეცნიერო პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროფ.ბორის კორსანტიას (ტელ.: 551 57 45 22; ელ-ფოსტა: boriskorso@yahoo.com)

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!

 


ასოციაციის პრეზიდენტი
პროფ. ალექსანდრე თელია


კონფერენციის სამეცნიერო დირექტორი
პროფ. ბორის კორსანტია

 
 

* * *   * * *   * * *

 
 
 

ჩვენი კონფერენციები
 
 

 
 

 
 

 
 

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის ვებგვერდი ©