ჩვენს შესახებ   |   კონფერენციები   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   არქივი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        
 
პირველადი შეტყობინების ბეჭდვითი ვერსია

კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა

ინფორმაცია სპონსორობისთვის

მოხსენების სქემა

კლინიკური შემთხვევის სქემა

ICD-10 კლასიფიკატორი

ICPC-2 კლასიფიკატორი

ასოციაციაში გაწევრიანება

 

ჩაქვი - 2014
სპონსორები

 


 


 


 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

ძვირფასო კოლეგა!

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2014 წლის 4-დან 12 ივლისამდე დაბა ჩაქვში, განახლებულ სასტუმრო "ოაზისში" საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია ატარებს
V პოლიპროფილურ სამედიცინო კონფერენციას:

კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

კონფერენცია არედიტებულია და ყველა რეგისტრირებულ მონაწილეს მიენიჭება შესაბამისი კრედიტ-ქულები და სერტიფიკატი.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება სამედიცინო და კოსმეტოლოგიური ცენტრების, ფარმაცევტული კომპანიების პროდუქცია, ინოვაციები და პროგრამები.

გარდა ამისა, კონფერენციაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან კულტურულ პროგრამებში (მუსიკალური საღამოები, სპორტული ღონისძიებები); მოისმინონ ხელოვნების, პოლიტოლოგიისა და ისტორიის სფეროში მოღვაწე ქართველი სპეციალისტების საინტერესო ლექციები.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელის და/ან სპონსორის სტატუსით.

მონაწილეები განთავსდებიან განახლებულ სასტუმრო “ოაზისში” და მასთან მიმდებარე სხვა, ასევე მაღალი კლასის სასტუმროებში ექსკლუზიური ფასდაკლებით.
სრული პაკეტის ღირებულება (9 დღე, 8 ღამე):
A და B კორპუსი - 800 ლარი;
C კორპუსი - 750 ლარი;
5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვების განთავსება ადგილის დაკავების გარეშე - უფასოა,
ხოლო 6-დან 11 წლის ჩათვლით გათვალისწინებულია 50%-იანი ფასდაკლება (საწოლის უზრუნველყოფით).

სასტუმროში ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია, რის გამოც აუცილებელია ადგილის დაჯავშნის თანხის (მინიმუმ 150 ლარი) გადახდა 9 მაისამდე, ხოლო 14 ივნისამდე კონფერენციაში მონაწილეობის დარჩენილი თანხის შეტანა (დაჯავშნის თანხა შედის საგზურის ღირებულებაში).

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი;
ბანკის კოდი: TBCBGE22;
მიმღები: საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია;
ანგარიშწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001

ვინაიდან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ, დროულად გადაიხადოთ სასტუმროს დაჯავშნის თანხა, შეგვატყობინოთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, შეავსოთ ეს სარეგისტრაციო ფორმა და მოგვაწოდოთ ასოციაციის ოფისში:
თბილისი, ქავთარაძის 16, DKC, შ.პ.ს. „დეკა“ (ყოფილი „სამკურნალო კომბინატი”),
ოთახი 322, 17 სთ-დან 19 სთ-მდე; ტელ.:
555 70 20 20 ან
555 20 60 60 (სოსო დონღუზაშვილი)
577 44 55 78 (ნანა გვეტაძე)
599 22 22 03 (ნანა თვალავაძე)
551 57 45 22 (ბორის კორსანტია - მოხსენებებთან და სამეცნიერო პუბლიკაციებთან დაკავშირებული საკითხები)
ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@postdiplom.ge

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!

 


ასოციაციის პრეზიდენტი
პროფ. ალექსანდრე თელია


ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
პროფ. გურამ დავითაია

 

კონფერენციის სამეცნიერო დირექტორი
პროფ. ბორის კორსანტია

 

* * *   * * *   * * *

ჩვენი კონფერენციები
 
 

 
 

სასტუმრო "ოაზისის" ფოტოები
 
 

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის ვებგვერდი ©