მთავარი გვერდი   |   ჩვენს შესახებ   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   არქივი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        

ინფორმაცია სპონსორობისთვის

მოხსენების სქემა

კლინიკური
შემთხვევის სქემა


ICD-10 და ICPC-2
კლასიფიკატორები


ასოციაციის წევრობა



 

 

შეკვეთილი - 2024

სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის
33-ე გაერთიანებული პოლიპროფილური სამეცნიერო კონფერენცია
"კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები"
დაბა შეკვეთილი
26-29 დეკემბერი
2024 წელი
ღონისძიების გენერალური სპონსორია

 

კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა


*** *** ***
კონფერენციის პროგრამა (პდფ ვერსია)

*** *** ***

 

ძვირფასო კოლეგა,

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ასოციაციის წევრთა მრავალრიცხოვანი თხოვნების გათვალისწინებით, სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაცია
2024 წლის 26-დან 29 დეკემბრამდე დაბა შეკვეთილში, სასტუმრო "პარაგრაფში" ატარებს 33-ე სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას სერიიდან: "კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები".

კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

კონფერენცია აკრედიტებულია
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
პროფესიული განვითარების საბჭოს
2024 წლის 12 დეკემბრის #26 სხდომის გადაწყვეტილებით
(აკრედიტაციის #: C 0840 და #: C 0841)

გაერთიანებული კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ორი პროფილური კონფერენცია:

27 დეკემბერი
ალერგოლოგიის, დერმატოლოგიისა და დიაგნოსტიკური ტესტების
კლინიკური ინტერპრეტაციის აქტუალური პრობლემები

კონფერენციის აკრედიტაციის #: C 0841 - ენიჭება I ტიპის 6 კრედიტ-ქულა სპეციალობებში:
დერმატო-ვენეროლოგია, ალერგოლოგია-იმუნოლოგია, შინაგანი მედიცინა, საოჯახო მედიცინა, პედიატრია.

28 დეკემბერი
 
მეტაბოლური ცვლის დარღვევის მნიშვნელობა რეპროდუქტოლოგიური,
კარდიოლოგიური და ზოგადი ჯანმრთელობის თვალსაზრისით

კონფერენციის აკრედიტაციის #: C 0840 - ენიჭება I ტიპის 6 კრედიტ-ქულა სპეციალობებში:
ენდოკრინოლოგია, მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, შინაგანი მედიცინა, საოჯახო მედიცინა, კარდიოლოგია.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი ყველა პირისთვის სავალდებულოა წინასწარი ელექტრონული რეგისტრაცია და ქვემოთ მოცემული ფორმის მიხედვით მონაცემების ზუსტი შევსება, წინააღმდეგ შემთხვევაში კრედიტ-ქულები არ გაიცემა.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელის და/ან სპონსორის სტატუსით.

მონაწილეები განთავსდებიან სასტუმრო “პარაგრაფში” ფასდაკლებით.

სრული პაკეტის ღირებულება ერთი პირისთვის (ორჯერადი კვებით - საუზმით და ვახშმით):

26 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე (3 ღამე, 4 დღე) - 950 ლარი;

(უფრო მაღალი კატეგორიის ნომრის დაჯავშნის შემთხვევაში ღირებულება შეადგენს 1000 ლარს)

სასტუმროში ადგილის რეზერვაციისთვის აუცილებელი დამატებითი რეგისტრაცია ტელეფონით. რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
555 70 20 20 (ლიზი გიგოლაშვილი).

სასტუმროში ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია, რის გამოც აუცილებელია ადგილის დაჯავშნის თანხის (მინიმუმ 200 ლარი) გადახდა 1 ნოემბრამდე, ხოლო 18 ნოემბრამდე მონაწილეობის დარჩენილი თანხის შეტანა (დაჯავშნის თანხა შედის საგზურის ღირებულებაში).

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი;
ბანკის კოდი: TBCBGE22;
მიმღები: სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაცია;
ანგარიშსწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!

 
 

რეგისტრაციის დასამთავრებლად, მონაცემების შევსების შემდეგ
ფორმის ბოლოში დააჭირეთ ლურჯ ღილაკს
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის დამთავრებისას ეკრანზე არანაირი დამატებითი შეტყობინება არ გამოდის)
* * *   * * *   * * *

კონფერენციები სასტუმრო "პარაგრაფში"
(ფოტო-გალერეა ასოციაციის არქივიდან)

 
 

 
 

სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის ვებგვერდი ©