სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის
XXX პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია
კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები
ბაკურიანი - 2024
ძვირფასო კოლეგა,
გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ასოციაციის წევრთა მრავალრიცხოვანი თხოვნების გათვალისწინებით, სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაცია
2024 წლის 17 თებერვლიდან 24 თებერვლამდე დაბა ბაკურიანში, სასტუმრო "კრისტალში" ატარებს XXX სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას სერიიდან:
"კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები".
კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.
გაერთიანებული პოლიპროფილური კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე პროფილური კონფერენცია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი ყველა პირისთვის სავალდებულოა წინასწარი ელექტრონული რეგისტრაცია, ქვემოთ მოცემული ფორმის მიხედვით.
საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელის და/ან სპონსორის სტატუსით.
მონაწილეები განთავსდებიან სასტუმრო “კრისტალში” ფასდაკლებით.
სრული პაკეტის ღირებულება ერთი პირისთვის (ორჯერადი კვებით - საუზმით და ვახშმით):
17 თებერვლიდან 24 თებერვლამდე (7 ღამე, 8 დღე) - 1150 ლარი;
სასტუმროში ადგილის რეზერვაციისთვის აუცილებელი დამატებითი რეგისტრაცია ტელეფონით. რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
555 70 20 20 (ლიზი გიგოლაშვილი).
სასტუმროში ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია, რის გამოც აუცილებელია ადგილის დაჯავშნის თანხის (მინიმუმ 200 ლარი) გადახდა 15 იანვრამდე, ხოლო 5 თებერვლამდე მონაწილეობის დარჩენილი თანხის შეტანა (დაჯავშნის თანხა შედის საგზურის ღირებულებაში).
ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი;
ბანკის კოდი: TBCBGE22;
მიმღები: სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაცია;
ანგარიშსწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001
გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!
რეგისტრაციის დასამთავრებლად, მონაცემების შევსების შემდეგ
ფორმის ბოლოში დააჭირეთ ლურჯ ღილაკს
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის დამთავრებისას ეკრანზე არანაირი დამატებითი შეტყობინება არ გამოდის)
* * * * * * * * *
კონფერენციები სასტუმრო "პარაგრაფში" (ფოტო-გალერეა ასოციაციის არქივიდან) |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|