ჩვენს შესახებ   |   კონფერენციები   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        
 
პირველადი შეტყობინების ბეჭდვითი ვერსია

კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა

ინფორმაცია სპონსორობისთვის

მოხსენების სქემა

კლინიკური შემთხვევის სქემა

ICD-10 კლასიფიკატორი

ICPC-2 კლასიფიკატორი

ასოციაციაში გაწევრიანება

 


 

 


 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 
 

ძვირფასო კოლეგა!

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ
საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია
2013 წლის 8-18 თებერვალს დაბა ბაკურიანში ატარებს
I პოლიპროფილურ სამედიცინო კონფერენციას:

კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

გარდა ამისა, კონფერენციაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან კულტურულ პროგრამებში (მუსიკალური საღამოები, სპორტული ღონისძიებები); მოისმინონ ხელოვნების, პოლიტოლოგიისა და ისტორიის სფეროში მოღვაწე ქართველი სპეციალისტების საინტერესო ლექციები.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის და/ან მსმენელის სტატუსით.

კონფერენციის ჩატარება დაგეგმილია სასტუმრო „თბილისის“ საკონფერენციო დარბაზში. მონაწილეები განთავსდებიან ამავე და მასთან მიმდებარე სხვა, ასევე მაღალი კლასის სასტუმროებში ექსკლუზიური ფასდაკლებით.

სასტუმრო „თბილისის“ სრული საგზურის ღირებულებაა 590 ლარი;
7-11 წლის ასაკის ბავშვებისთვის გათვალისწინებულია 30%-მდე ფასდაკლება (420 ლარი);
0-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის - უფასო.

შესაძლებელია ადგილის წინასწარი დაჯავშნა.
ჯავშანის ღირებულება - 70 ლარი.
(ჯავშანის თანხა შედის საგზურის ღირებულებაში).

ვინაიდან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ, დროულად შეგვატყობინოთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 18 იანვრისა ასოციაციის ოფისში:
თბილისი, ქავთარაძის 16, DKC, შ.პ.ს. „დეკა“ (ყოფილი „სამკურნალო კომბინატი”), ოთახი 322,
17 სთ-დან 19 სთ-მდე; ტელ.: 555 38 23 62; 599 22 22 03; 555 20 60 60 ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@postdiplom.g
e

გისურვებთ წარმატებას და მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!

 
 

კონფერენციის პროგრამა

 
 


ასოციაციის პრეზიდენტი
პროფ. ალექსანდრე თელია


ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
პროფ. გურამ დავითაია

 

კონფერენციის სამეცნიერო დირექტორი
პროფ. ბორის კორსანტია

 

სასტუმრო "თბილისის" ფოტოები
 
 

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის ვებგვერდი ©