
სიღნაღი – 2026
სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის
37-ე პოლიპროფილური სამეცნიერო კონფერენცია
კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები
23-26 მაისი, 2026 წ.
ძვირფასო კოლეგა,
გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ასოციაციის წევრთა მრავალრიცხოვანი თხოვნების გათვალისწინებით, სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაცია
2026 წლის 23-დან 26 მაისამდე პერიოდში, ქ. სიღნაღში, სასტუმრო “ბოდბე”-ში ატარებს 37-ე სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას სერიიდან: “კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები”.
კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.
კონფერენცია გაივლის აკრედიტაციას
და ყველა რეგისტრირებულ და შესაბამისი სპეციალობის მქონე მონაწილეს მიენიჭება კრედიტ-ქულები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი ყველა პირისთვის სავალდებულოა წინასწარი ელექტრონული რეგისტრაცია და ქვემოთ მოცემული ფორმის მიხედვით მონაცემების ზუსტი შევსება, წინააღმდეგ შემთხვევაში კრედიტ-ქულები არ გაიცემა.
მონაწილეები განთავსდებიან სასტუმრო “ბოდბე”-ში ფასდაკლებით.
სრული პაკეტის ღირებულება ერთი პირისთვის (ორჯერადი კვებით – საუზმით და ვახშმით):
23 მაისიდან 26 მაისამდე (3 ღამე, 4 დღე) – 1100 ლარი;
სასტუმროში ადგილის რეზერვაციისთვის აუცილებელია დამატებითი რეგისტრაცია ტელეფონით.
რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
555 70 20 20 (ლიზა გიგოლაშვილი).
სასტუმროში ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია, რის გამოც აუცილებელია ადგილის დაჯავშნის თანხის (მინიმუმ 200 ლარი) გადახდა 20 თებერვლამდე, ხოლო 20 აპრილამდე მონაწილეობის დარჩენილი თანხის შეტანა (დაჯავშნის თანხა შედის საგზურის ღირებულებაში).
ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი;
ბანკის კოდი: TBCBGE22;
მიმღები: სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაცია;
ანგარიშსწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001
საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელის
და/ან სპონსორის სტატუსით.
მოხსენებებთან და სამეცნიერო პროგრამებთან დაკავშირებული საკითხებისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელს – პროფ. ქეთევან მაჭავარიანს (ტელ: 599 91 96 99; ელ. ფოსტა: ketino.machavariani@gmail.com).
გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!
*** *** ***
სიღნაღი, სასტუმრო ბოდბე (ფოტოგალერეა)



