36-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია “კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები”
სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციამ 2025 წლის 25-დან 28 დეკემბრამდე პერიოდში ჩაატარა 36-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია “კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები”. კონფერენცია აკრედიტებულია და მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 150 ექიმმა. ყველა შესაბამის სპეციალობაში გაიცა 6 უპგ ქულა.