ასოციაცია

სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაცია დაარსდა 2012 წლის სექტემბერში (საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის სახელწოდებით).

ასოციაციის დამფუძნებლები არიან:

  • პროფ. ალექსანდრე თელია
  • პროფ. გურამ დავითაია
  • პროფ. ბორის კორსანტია
  • პროფ. სულიკო კუპრაძე
  • სოსო დონღუზაშვილი

ასოციაციის პირველი პრეზიდენტი – პროფ. ალექსანდრე (დავით) თელია

2024 წლიდან ასოციაციის პრეზიდენტია მედიცინის აკად. დოქტორი ზაზა თელია

ასოციაციის მიზნებია:

  • საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ხელშეწყობა;
  • ჯანდაცვის და სამედიცინო განათლების სფეროში საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
  • ექიმთა და პაციენტთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა და ანალოგიური მიზნების მქონე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • საგამომცემლო საქმიანობა (პოლიგრაფიული და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით);
  • საქართველოსა და უცხოეთში სამედიცინო სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა, მათი ორგანიზება და ხელშეწყობა;
  • ექიმთა პოსტდიპლომური განათლების პროცესის მატერიალური და ფინანსური ხელშეწყობა და მათში მონაწილე პირებისთვის დახმარების აღმოჩენა;
  • ექიმთა ლიცენზირებისა და სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის მიღება სახელმწიფო ან კერძო დაკვეთის შემთხვევაში;
  • პოსტდიპლომური განათლებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის აუდიტის განხორციელება ან მასში მონაწილეობა სახელმწიფო ან კერძო დაკვეთის შემთხვევაში;
  • ასოციაციაში გაწევრიანებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტთა საექსპერტო საქმიანობის ხელშეწყობა და ორგანიზება სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით;
  • ასოციაციის სახელობითი სტიპენდიის დაარსება და პროფესიული საქმიანობის წახალისება.

ასოციაციაში გაწევრიანება

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციაში გაწევრიანება შესაძლებელია რამდენიმე სტატუსით:

  • ასოცირებული წევრი
  • სრული წევრი
  • ინსტიტუციური წევრი
  • კორპორაციული წევრი

ასოცირებული წევრი – ასოციაციაში ამ სტატუსით წევრიანდებიან კერძო პირები. ასოცირებული წევრობა უფასოა. გასაწევრიანებლად საჭიროა ასოციაციის წევრობის სურვილის დაფიქსირება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით (ელ-ფოსტა, ვებ-საიტი, ფეისბუქის გვერდი და ა.შ.) ან ასოციაციის მიერ ორგაზიებული ღონისძიებების სააპლიკაციო ფორმაში შესაბამისი აღნიშვნის გაკეთება.
ასოცირებული წევრი:

  • ელექტრონულად ღებულობს ინფორმაციას ასოციაციის საქმიანობის და მის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
  • არ აქვს ხმის უფლება

სრული წევრი – ასოციაციაში ამ სტატუსით წევრიანდებიან კერძო პირები. სრული წევრობის წლიური ღირებულებაა 24 ლარი. გასაწევრიანებლად საჭიროა: ამ განცხადების ფორმის შევსება და წარდგენა ასოციაციაში (ან დასკანერებული ვერსიის გამოგზავნა ელ-ფოსტით მისამართზე: postdiplom@yahoo.com) და წლიური საწევრო შენატანის გადახდა ასოციაციის საბანკო ანგარიშზე. სრული წევრობის ვადის ათვლა იწყება საწევრო შენატანის ასახვის მომენტიდან ასოციაციის ანგარიშზე და გრძელდება 1 კალენდარული წლის განმავლობაში.
სრული წევრი:

  • ელექტრონულად ღებულობს ინფორმაციას ასოციაციის საქმიანობის და მის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
  • ასოციაციის მხრიდან გასაცემი საშუამდგომლო-სარეკომენდაციო წერილების მოთხოვნის უფლება
  • ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობისას ფინანსური შეღავათების მოთხოვნის უფლება
  • ასოციაციაციის გამგეობაში საკუთარი ინიციატივების წარდგენის უფლება
  • ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოთხოვნის უფლება

ინსტიტუციური წევრი – ასოციაციაში ამ სტატუსით წევრიანდებიან: ასოციაციები, კლინიკები, უნივერსიტეტები და სხვა სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები. ინსტიტუციური წევრობის წლიური ღირებულებაა 500 ლარი. გასაწევრიანებლად საჭიროა: განცხადების წარდგენა ასოციაციაში და წლიური საწევრო შენატანის გადახდა ასოციაციის საბანკო ანგარიშზე. ინსტიტუციური წევრობის ვადის ათვლა იწყება საწევრო შენატანის ასახვის მომენტიდან ასოციაციის ანგარიშზე და გრძელდება 1 კალენდარული წლის განმავლობაში.
ინსტიტუციური წევრი:

  • ელექტრონულად ღებულობს ინფორმაციას ასოციაციის საქმიანობის და მის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
  • ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტში შესვლის უფლება
  • ასოციაციის მხრიდან გასაცემი საშუამდგომლო-სარეკომენდაციო წერილების მოთხოვნის უფლება
  • ასოციაციაციის გამგეობაში საკუთარი ინიციატივების წარდგენის უფლება
  • ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოთხოვნის უფლება

კორპორაციული წევრი – ასოციაციაში ამ სტატუსით წევრიანდებიან: ფარმაცევტული კომპანიები, რედაქციები და სხვა ორგანიზაციები. ინსტიტუციური წევრობის წლიური ღირებულებაა 1000 ლარი. გასაწევრიანებლად საჭიროა: განცხადების წარდგენა ასოციაციაში და წლიური საწევრო შენატანის გადახდა ასოციაციის საბანკო ანგარიშზე. ინსტიტუციური წევრობის ვადის ათვლა იწყება საწევრო შენატანის ასახვის მომენტიდან ასოციაციის ანგარიშზე და გრძელდება 1 კალენდარული წლის განმავლობაში.
კორპორაციული წევრი:

  • ელექტრონულად ღებულობს ინფორმაციას ასოციაციის საქმიანობის და მის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
  • ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტში შესვლის უფლება
  • ასოციაციის მხრიდან გასაცემი საშუამდგომლო-სარეკომენდაციო წერილების მოთხოვნის უფლება
  • ასოციაციაციის გამგეობაში საკუთარი ინიციატივების წარდგენის უფლება
  • ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოთხოვნის უფლება
რეგისტრაციის დასამთავრებლად, მონაცემების შევსების შემდეგ
ფორმის ბოლოში დააჭირეთ ლურჯ ღილაკს
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის დამთავრებისას ეკრანზე არანაირი დამატებითი შეტყობინება არ გამოდის)