მთავარი გვერდი   |   ჩვენს შესახებ   |   ჩვენი ჟურნალი   |   უსგ   |   ფორუმი   |   არქივი   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        
 
საინფორმაციო წერილის ბეჭდვითი ვერსია (PDF)

კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა

ინფორმაცია სპონსორობისთვის

მოხსენების სქემა

კლინიკური შემთხვევის სქემა

ICD-10 კლასიფიკატორი

ICPC-2 კლასიფიკატორი

ასოციაციაში გაწევრიანება

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 
 
 
 
საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის კომპანიებს:

 

 

 
 

 
 

 
 

 
 

 

ძვირფასო კოლეგა,,

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2016 წლის 13-დან 21 თებერვლამდე დაბა ბაკურიანში, სასტუმრო "ვილა-პალასში" საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია ატარებს X პოლიპროფილურ სამედიცინო კონფერენციას:

კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები

კონფერენცია აკრედიტებულია თსსუ-ს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ (02.12.2015; სხდომის ოქმი N4).

გაერთიანებული კონფერენციის ყველა რეგისტრირებულ მონაწილეს მიენიჭება 40 კრედიტ-ქულა და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

კონფერენციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება სამედიცინო და კოსმეტოლოგიური ცენტრების, ფარმაცევტული კომპანიების პროდუქცია, ინოვაციები და პროგრამები.

გარდა ამისა, კონფერენციაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან კულტურულ პროგრამებში (მუსიკალური საღამოები, სპორტული ღონისძიებები); მოისმინონ ხელოვნების, პოლიტოლოგიისა და ისტორიის სფეროში მოღვაწე ქართველი სპეციალისტების საინტერესო ლექციები.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელის და/ან სპონსორის სტატუსით.

მონაწილეები განთავსდებიან სასტუმროებში “ვილა-პალასი”, "სნოუ-პლაზა" და "თბილისი" ექსკლუზიური ფასდაკლებით.
სრული პაკეტის ღირებულება:
სასტუმრო ვილა-პალასში (13-დან 21 თებერვლამდე - 9 დღე, 8 ღამე): 800 ლარი;
სასტუმრო სნოუპლაზა (13-დან 21 თებერვლამდე - 9 დღე, 8 ღამე): 760 ლარი;
სასტუმრო პრემიერპალასი (14-დან 22 თებერვლამდე - 9 დღე, 8 ღამე): 700 ლარი;
სასტუმრო პრემიერპალასი (14-დან 21 თებერვლამდე - 8 დღე, 7 ღამე): 630 ლარი;
სასტუმრო თბილისი (14-დან 21 თებერვლამდე - 8 დღე, 7 ღამე): 540 ლარი;
5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვების განთავსება ადგილის დაკავების გარეშე - უფასოა,
ხოლო 6-დან 11 წლის ჩათვლით გათვალისწინებულია 50%-იანი ფასდაკლება (დამატებითი საწოლის უზრუნველყოფით).

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: თი-ბი-სი ბანკი;
ბანკის კოდი: TBCBGE22;
მიმღები: საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია;
ანგარიშწორების ანგარიში: GE 37 TB 7795 0360 2010 0001

სასტუმროში ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, გთხოვთ, დროულად გადაიხადოთ სასტუმროს დაჯავშნის თანხა 200 ლარის ოდენობით (შედის სასტუმროს საერთო ღირებულებაში) და შეგვატყობინეთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, შეავსოთ ეს სარეგისტრაციო ფორმა და მოგვაწოდოთ ასოციაციის ოფისში:
თბილისი, ქავთარაძის 16, DKC, შ.პ.ს. „დეკა“ (ყოფილი „სამკურნალო კომბინატი”),
ოთახი 322, 17 სთ-დან 19 სთ-მდე; ტელ.:
555 70 20 20 (ციცინო გაგნიძე)
555 20 60 60 (სოსო დონღუზაშვილი)
577 44 55 78 (ნანა გვეტაძე)
599 22 22 03 (ნანა თვალავაძე)
ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@postdiplom.ge

მოხსენებებთან და სამეცნიერო პუბლიკაციებთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროფ.ბორის კორსანტიას (ტელ.: 551 57 45 22; ელ-ფოსტა: boriskorso@yahoo.com)

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენთან შეხვედრას!

 


ასოციაციის პრეზიდენტი
პროფ. ალექსანდრე თელია


კონფერენციის სამეცნიერო დირექტორი
პროფ. ბორის კორსანტია

 
 

* * *   * * *   * * *

 
 
 

ჩვენი კონფერენციები
 
 

 
 

სასტუმრო "ვილა-პალასი"
 
 

 
 

სასტუმრო "სნოუ-პლაზა"
 
 

 
 

სასტუმრო "თბილისი"
 
 

 
 

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის ვებგვერდი ©